ახალი ამბები

ლეკვის გამო თავშესაფრის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება – მონიტორინგის სამსახური

14 ივნისი, 2018 • 2491
ლეკვის გამო თავშესაფრის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება – მონიტორინგის სამსახური

ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოს, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის თავშესაფრის ერთ-ერთი ლეკვი კანკალებს და ცუდად არის, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ეხმაურებიან.

როგორც ნეტგაზეთს პრესსამსახურმა უთხრა, ლეკვის სიკვდილი არ იყო თავშესაფრის თანამშრომლების ბრალი, თუმცა მცირედ გადაცდომებს ადგილი მაინც ჰქონდა. სწორედ ამის გამო, სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, რამდენიმე თანამშრომლისა და დირეტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

რაღაც ფაქტორები არსებობს, რომელსაც არ ვახმოვანებთ. მთავარი ის არის, რომ გადაცდომების გამო, რომელიც მართლაც იყო, რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის თავშესაფრის დირექტორის, კანონის ფარგლებში პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ახლა მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც ჯერჯერობით არ დამთავრებულა, თუმცა აუცილებლად გატარდება გარკვეული დისციპლინური ზომები ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც პასუხისმგებლობა მიუძღვის,” – განმარტავენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

რაც შეეხება თავად ლეკვს, როგორც პრესამსსახური გვიყვება, ის თავშესაფარში ცხოვრბოდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

“ლეკვის გადარჩენას ჩვენი ვეტერინარები ცდილობდნენ. თუკი რაღაც მცირე შანსი აქვს ჩვენთან, ის აუცილებლად უნდა გადარჩეს, ამ პრინციპით ვმუშაობთ. მაგრამ ლეკვი იყო ცუდად და სანამ ვეტერინარები შეიკრიბებოდნენ და მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის… როდესაც ძაღლი ცუდად არის, ის კანკალებს, ამიტომ მზეზე დასვეს, რომ გამთბარიყო,” – გვიყვება პრესსამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი