ახალი ამბები

კობახიძე: ვადამდელი არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2 წლით გადაავადებს

14 ივნისი, 2018 • 2140
კობახიძე: ვადამდელი არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2 წლით გადაავადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას 2 წლით გადაავადებს.

“სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნება ქვეყნისთვის სწორი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ არის 33 დეპუტატით წარმოდგენილი ოპოზიცია პარლამენტში, შეიძლება ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს კიდევ უფრო მცირე. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. სხვადასხვა გარემოება ჩვენ მიგვითითებს იმაზე, რომ ჯობია არ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.  თუ ჩატარდება დღეს საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ ურო მეტად გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. აქედან გამომდინარე არ იქნება სწორი ქვეყნის განვითარეისათვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდეა გადავადებული. ამ შეთახმების შედეგად გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ პროპორციულად შედგენილი სიების მიხედვით დაკომპლექტდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი