სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსაბჭოს წარმომადგენლები შეხვერაზე რელიგიური უმცირესობების საკითხებით დაინტერესდნენ:
„თანამომხსენებლები დაინტერესდნენ რელიგიური უმცირესობების საკითხებით. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შესახებ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. საუბარი შეეხო ასევე მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხს, რამდენადაც ამ თემაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც ვარ. ანუ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულად იმ პროცესებს, რომელზეც საქართველოს მთავრობა უშუალოდ ზემოქმედებს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.




