ახალი ამბები

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებული რეჟიმის არეალი შემცირდა

14 იანვარი, 2014 •
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებული რეჟიმის არეალი შემცირდა

ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ  ჩუმათელეთი-შროშას მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ193 ნატახტარი-ზესტაფონის მონაკვეთზე. 


გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი