ახალი ამბები

რატომ არ შეუშვეს ხელისუფლების წარმომადგენლები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე

10 იანვარი, 2014 •
რატომ არ შეუშვეს ხელისუფლების წარმომადგენლები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე

ოფიციალური მიმართვა და გაფრთხილება ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG-ს მას შემდეგ გაუგზვანა, რაც კაზრეთში ასული სააგენტოს თანამშრომლები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

 

თუმცა კულტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა ტერიტორიაზე შესვლა ვერც დღეს შეძლო – ისინი საყდრისში არ შეუშვეს.

 

კომპანია RMG-ის პრესსამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ კომპანია მომავალ კვირას წერილობით აცნობებს ხელისუფლებას პასუხს, დაუშვებენ თუ არა ტერიტორიაზე სამინისტროს წარმომადგენლებს.  

 

კომპანია RMG განმარტავს, რომ წერილში, რომელიც ეროვნული სააგენტოდან მიიღეს, არასწორი ინფორმაციაა, რადგან წერია, რომ ძეგლის დათვალიერება სურთ, თუმცა საყდრისი-ყაჩაღიანის  ტერიტორიას ყველანაირი ძეგლის სტატუსი მოხსნილი აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი