სუბარის თქმით, დასაკითხია უამრავი ადამიანი:

 

“მერაბიშვილი უკვე გამოიკითხა, ამოღებულია ქალაქში 30-მდე სხვადასხვა კამერის ვიდეომონაცემები, რამდენიმე ტერაბაითია, ამ ყველაფრის შესწავლა ხდება, როგორც კი შესწავლა დამთავრდება, გაიგებთ ყველაფერს”.

 

დღეს შსს-ს ყოფილმა მინისტრმა და ასევე ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ ის ნამდვილად გაიყვანეს საკნიდან შუაღამისას,  ხელისუფლებამ გაანადგურა.

 

მერაბიშვილმა მთავარი პროკურორის მხრიდან მუქარის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, იგი შუაღამისას გაიყვანეს საკნიდან და მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.

 

მერაბიშვილის განცხადების შემდეგ როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი და ომბუდსმენი ითხოვდა გამოძიების დაწყებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. მოგვიანებით  საქმის მოკვლევას სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაიწყო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *