როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ნეტგაზეთს 10 იანვარს განუცხადა, მერაბიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლესთან, რათა ამოეღოთ  ის ვიდეოფირები, რომლითაც, მისი მტკიცებით, დასტურდება, რომ ის გაიყვანეს საკნიდან და ყოფილმა მთავარი პროკურორმა მასზე განახორციელა ზეწოლა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ამ ორ საქმეს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს, რამაც ბრალდებულის პროტესტი გამოიწვია.

 

კახიძე ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ფირები უკვე განადგურებულია. ხოლო ის ფაქტი, რომ  მოხდა “ჯერ გაყვანა [მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა] და მერე მიჩქმალვა და  მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების ფაქტზე გამოძიება არ არის დაწყებული,  მიუთითებს მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *