ახალი ამბები

საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია

10 იანვარი, 2014 •
საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია

ამის თაობაზე “ნეტგაზეთს”  კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, სადაც არ ფლობენ ინფორმაციას, იმყოფებიან თუ არა ამ დროისთვის  საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კულტურის სამინისტროს თანამშრომლები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 9 იანვარს მოუწოდა კომპანიას, რომ დაეშვათ ტერიტორიაზე მათი თანამშრომლები არქეოლოგიური ობიექტების მდგომარეობის შესწავლისა და ფოტოფიქსაციის მიზნით.

 

როგორც კულტურის სამინისტროს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” 10 იანვარს განუცხადა, გუშინ მონიტორინგის ჯგუფი არ შეუშვეს ტერიტორიაზე, რასაც მოყვა კომპანიის გაფრთხილება. სამინისტროს ცნობით, დღეს მონიტორინგის ჯგუფი ისევ გაემგზავრა კაზრეთში საყდრისის ტერიტორიის შესასწავლად და ამჯერად პრობლემა აღარ შექმნიათ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია 9 იანვარს გააფრთხილა და თხოვა არქეოლიოგიური ტერიტორიის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე დაუყოვნებლივ შეეჩერებინათ მიმდინარე მიწის სამუშაოები.

 

“ნეტგაზეთმა” კულტურის სამინისტროს შეკითხვა დაუსვა RMG-ის გაფრთხილების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, რადგანაც საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სამინისტრომ მოუხსნა, რაზედაც გვიპასუხეს, რომ მართალია ძეგლი აღარაა, თუმცა არქეოლოგიური დაცვის ზონას წარმოადგენს. 

 

თუმცა საყდრისის ძეგლს არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსიც მოუხსნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი