პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ანკარაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარესთან, ჯემილ ჩიჩექთან.
ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პირველი პირი ეწვევა ათათურქის მავზოლეუმს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
ანკარაში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.