ახალი ამბები

სასამართლოში საპატრიარქოსთან აქციის დროს დაკავებული 4 პირის პროცესი დაიწყო

9 იანვარი, 2014 •
სასამართლოში საპატრიარქოსთან აქციის დროს დაკავებული 4 პირის პროცესი დაიწყო

დაკავებულებს ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე მუხლის დარღვევაში.

 

რვა იანვარს საპატრიარქოსთან აქციას მართავდა მოქალაქეთა ჯგუფი და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის 1014 წლის საშობაო ეპისტოლეს შინაარს აპროტესტებდა, თუმცა იქ მივიდნენ სხვა მოქალაქეებიც, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილას  4 პირი დააკავეს. 

 

გიორგი ნონიაშვილმა, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენელმა, რომელსაც გუშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, 8 იანვარს ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე მუხლი, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, არაადეკვატური ბრალდებაა, რადგან მას მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი