ახალი ამბები

პროკურორსა და ადვოკატს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

8 იანვარი, 2014 •
პროკურორსა და ადვოკატს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურის ცნობით, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმე ეხება დღეს, 8 იანვარს თბილისის პროკურატურის ადმინიტრაციულ შენობაში პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრ ადვოკატ რომეო საჯაიას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

 

პროკურატურა აცხადებს, რომ პროკურორსა და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრ ადვოკატ რომეო საჯაიას შორის ადრე არსებული პირადი უთანხმოების  საფუძველზე  მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მათ ერთმანეთს მიაყენეს  ფიზიკური შეურაცხყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი