საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.
შსს მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევისას 112-ის ფეისბუკის გვერდზე მისწერონ პირადი შეტყობინების სახით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 112-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება: “ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.”