“დღეს, 16 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა მოაწყო აქცია სუროგატ დედებთან და და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. საპატრიარქო ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ყველას მოუწოდებს შეინარჩუნოს სიმშვიდე”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
დღეს საპატრიარქოსთან აქცია გამართა მოქალაქეების ჯგუფმა, რომლებმაც ილია მეირის წლევანდელი ეპისტოლე გააპროტესტეს. ინციდენტი მოხდა აქციის დროს, რადგან საპატრიარქოსთან საწინააღმდეგო აზრის მოქალაქეებიც მივიდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, ცადეს ტრანსპარანტების განადგურება. პოლიციამ 4 მათგანი დააკავა.
ამ დროისთვის საპატრიარქოსთან მიმდინარე აქცია დასრულდა. დაიშალნენ საპატრიარქოს დამცველი მოქალაქეებიც.