ახალი ამბები

პოლიციამ საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციის დროს 4 პირი დააკავა

8 იანვარი, 2014 •
პოლიციამ საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციის დროს 4 პირი დააკავა

მათ ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე მუხლის დარღვევაში, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ორმა დაკავებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი ნონიაშვილს, რომელიც აქციაში მონაწილეობდა. 

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს,  “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი დავით მიხეილ შუბლაძეა, რომელიც ამჟამად პოლიციაში იმყოფება და ჩვენებას აძლევს. 

 

საპატრიარქოსთან ამჟამადაც მიმდინარეობს აქცია, სადაც მოქალაქეები პატრიარქის წლევანდელ ანტიჰუმანურ ეპისტოლეს აპროტესტებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი