ახალი ამბები

აქცია საპატრიარქოსთან დაპირისპირებით დაიწყო

8 იანვარი, 2014 •
აქცია საპატრიარქოსთან დაპირისპირებით დაიწყო

აქცია 16.00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა იქ საპატრიარქოს მხარდამჭერები უფრო ადრე მივიდნენ. მათ შორის იყო გიორგი გაბედავა, რომელმაც აქციის ერთერთ ორგანიზატორის, ეკა ჭითანავას ტრასპარანტის ჩამოგლეჯვა სცადა. 

 

“ღმერთი თუ პატრიარქი” – ამ ლოზუნგის განადგურება სცადა საპატრიარქოს კიდევ ერთმა დამცველმა, რომელიც აქციის მონაწილეებში შევიდა, თუმცა ის პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა და საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვა. პოლიციელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ის კი არ დაუკავებიათ, არამედ ტერიტორიიდან გაარიდეს.

 

 

ამჟამად საპატრიარქოსთან ორი აქცია მიმდინარეობს.  მოქალაქეების ნაწილი ილია მეორის 2014 წლის საშობაო ეპისტოლეს აპროტესტებს, ნაწილი კი, ამ აქციას. პოლიციას მოქალაქეების ამ ორ ნაწილს შორის კორდინი აქვს გაკეთებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი