აქცია საპატრიარქოსთან 16.00 საათზეა დაგეგმილი. მის ორგანიზებას მოქალაქეები სოციალური ქსელის საშუალებით ეწევიან.
ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა ბავშვებზე, აბორტებზე, ოჯახზე, სექსუალურ უმცირესობებზე.
მან განაცხადა, რომ პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ. ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ ვერ იქნება ის ოჯახი ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება.
მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ამ და სხვა განცხადებებს სოციალურ ქსელებში მოქალაქეების დიდი კრიტიკა მოჰყვა.