“2014 წლის 7 იანვრის დღის ბოლოდან საქართველოში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რაც 8 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ნალექებს, ზღვის სანაპირო ზოლში წვიმას, კოლხეთის დაბლობზე უპირატესად თოვლჭყაპს, მთაში და მაღალ მთაში თოვლს სახით გამოიწვევს”, – ამ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იგივე წყაროს ცნობით, სვანეთის და აჭარის მთიან რეგიონებში, აგრეთვე, რიკოთის გადასასვლელზე შესაძლებელია დროგამოშვებით ძლიერი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში საშუალო ინტენსივობის თოვლი აღინიშნოს.
8 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 11 იანვრის დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.