2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი Turk Hava Yollaris -ის 300 000 აქციის მფლობელია. სავარაუდოდ, მან ეს აქციები 2013 წელს შეიძინა, რადგანაც წინა, 2012 წლის დეკლარაციის მიხედვით ამ აქციებს არ ფლობდა. თითოეული აქციის ღირებულება 2.72 ევროა, რაც, ჯამში, 816 000 ევროა. Turk Hava Yollaris იგივე turkishairlines-ია, რომელიც ფრენებს საქართველოშიც ახორციელებს.
2013 წლის დეკლარაციის მიხედვით ივანიშვილის თურქეთის უმსხვილეს ბანკშიც ფლობს აქციებს. Turkiye Halk Bankasi A.S.-ში ფლობს 200 000 აქციას, თითოეული აქციის ღირებულებაა 5.64 ევრო. აქციების ჯამური ღირებულება 1 128 000 ევროა. ივანიშვილი ასევე ფლობს თურქეთის მეორე მსხვილი ბანკის, Turkiye Is Bankasi A.S.-ის 250 000 აქციას, 1 აქციის ღირებულება 1.89 ევროა [ჯამში, 472 500 ევრო].
თურქეთის სხვადასხვა კომპანიაში ბიძინა ივანიშვილი სულ 2 416 500 ევროს ღირებულების აქციების მფლობელია.
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. კანონის მოთხოვნის თანახმად, მას ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება. ივანიშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 31 დეკემბერს წარედგინა შესაბამის უწყებას.
შეგახსნებეთ, ქონებრივი დეკლარაციია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.