ჯამში, დეკლარაციის მიხედვით, მან ფიზიკურ პირებს დახმარების სახით გადასცა 787268.00 ლარი, 178000.00 აშშ დოლარი და 11500.00 ევრო.
დეკლარაციის მიხედვით, ფიზიკურ პირებს ფინანსურად ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეც ეხმარებოდა, რომელმაც ქველმოქმედებაში, ჯამში, 78700.00 აშშ დოლარი და 2000 ევრო დახარჯა. ფიზიკური პირების ვინაობა მითითებული არაა.
ივანიშვილის მიერ გაცემული დახმარებები 2500.00 ლარით იწყება, ერთ პირზე გაცემული თანხა კი 116250.00 ლარს შეადგენს.
კანონით, პრემიერ-მინისტრს ქველმოქმედება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება. თუმცა უცნობია, 2013 წელს ივანიშვილი კონკრეტულად რა თვეებში დაეხმარა მოქალაქეებს და გასცა თუ არა დახმარებები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. კანონის მოთხოვნის თანახმად, მას ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება. ივანიშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 31 დეკემბერს წარედგინა შესაბამის უწყებას.
შეგახსნებეთ, ქონებრივი დეკლარაციია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.