ახალი ამბები

სასამართლომ მერაბ მორჩაძეს პატიმრობა შეუფარდა

11 ივნისი, 2018 • 1119
სასამართლომ მერაბ მორჩაძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს პატიმრობა შეუფარდა. მერაბ მორჩაძეს პროკურატურამ ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა  ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით) 10 ივლისს წაუყენა.

“ბრალდების მხარე მერაბ მორჩაძეს  ხორავს ქუჩაზე მომხდარი მკვლლელობის თვითმხილველი მოწმის მოსყიდვას ედავება. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, სასამართლო პროცესის პერიოდში, რომელიც ხორავას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, მერაბ მორჩაძე მუდმივად სტუმრობდა კალანდიების ოჯახს და ერთ-ერთ თვითმხილველ მოწმეს ჩვენების შეცვლას სთხოვდა, “-აცხადებს პროკურორი თორნიკე ნადირაძე.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მერაბ მორჩაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. საქალაქო სასამართლოს თანახმად, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს გაიმართება.

პოლიციამ მერაბ მორჩაძე კი 8 ივნისს დააკავა. მის დაკავებას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების მრავალათასიანი აქციები თბილისში, რის შედეგადაც ქვეყნის მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. სარალიძე ხელისუფლებას სთხოვს მკვლელობის გამოძიებასა და მისი შვილის მკვლელების დასჯას.

მასალების გადაბეჭდვის წესი