ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს Apple -ის აქციების მფლობელი გახდა

4 იანვარი, 2014 •
ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს Apple -ის აქციების მფლობელი გახდა

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან კანონის შესაბამისად 2013 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ჩააბარა, ივანიშვილმა  Apple Inc. Shares -ის 2400 აქციის მფობელია. თითოეული აქციის ღირებულება 556.07 აშშ დოლარია.

 

ივანიშვილს წინა, 2012 წლის ქონებრივ დეკლრაციაში Apple-ის აქციები არ ფიგურირებს.

 

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. კანონის მოთხოვნის თანახმად, მას ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება. 

 

შეგახსნებეთ,  ქონებრივი დეკლარაციია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.


Apple
Apple

მასალების გადაბეჭდვის წესი