“ოთარის მხრიდან ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტიელბა. მე აქვე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, რომ მის ბიოგრაფიაში არსებობდა ეს, ასე ვთქვათ, “შავი ლაქა”, ის მოვიდა და მაშინვე განაცხადა მზაობა წასულიყო თანამდებობიდან. მე ვისურვე, რომ უფრო მეტად გავრკვეულიყავი დეტალებში, ახლა გახდა ცნობილი, რომ ვინაიდან საზოგადოების წუხილი არსებობდა საკითხის ირგვლივ და ზოგადად გაჩნდა კითხვები, მითქმა–მოთქმა, რომ შესაძლოა მისის ამ ბიოგრაფიული ეპიზოდით რაიმე ჩრდილი მიეყენებინა სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის, სამართლიანობის დამკვიდრების პროცესისსთვის, სწორედ ამიტომ მან გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძის განცხადება თანამდებობიდან გადაგომის თაობაზე დავაკმაყოფილოთ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არასოდეს გავაკეთებთ იმას, რაც მიუღებელი იქნება ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, მთავარი მამოძრავებელი. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი პოლიტიკური ყოველდღიურობა. ეს არის დადასტურება იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ჩვენს ინტერესებშია, არავის რაიმე ეჭვი არ ჰქონდეს ამ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, იქნება ეს საერთაშორისო თანამეგობრობა თუ ადგილობრივი საზოგადოება”– განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ფარცხალაძის შემცვლელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, თუმცა აკონკრეტებს, რომ მომავალი მთავარი პროკურორი პარლამენტის დეპუტატი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დღეს, 30 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ დატოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში იყო ნასამართლევი, მოგვიანებით ინფორმაცია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა.
