“დიდ მწუხარებასა და აღშფოთებას გამოვთქვამ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ რუს ხალხს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო. საქართველოს მთავრობა გმობს ტერორიზმს, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც საზღვრები და მზად არის მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ– 21–ე საუკუნის ყველაზე საშიშ მოვლენასთან”– ნათქვამია გავრცელებულლ განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში თითმკვლელმა ტერორისტმა რკინიგზის სადგურში თავი აიფეთქა. BBC-ი წერს, რომ ტერორისტული აქტის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული. უკვე საგამოძიებო ორგანომაც დაადასტურა ოფიციალურად, რომ დაღუპულთა რაოდენობა 14–ია. 

 

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ თვითმკვლელი ტერორისტია აფეთქებაზე პასუხისმგებელი. აფეთქება 29 დეკემბერს, 12:45 საათზე მოხდა. 

 

 

BBC წერს, რომ მოსკოვი შეშფოთებულია, რომ  სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოვების გამო შესაძლოა შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. 

 

ვოლგოგრადი მოსკოვის სამხრეთით, 900 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო სოჭი, ჩრდილო–აღმოსავლეთით, 700 კილომეტრში. 

 

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამართალდამცავებს დაავალა, რომ “ყველა საჭირო ზომა მიიღონ უსაფრთხოებისათვის”. მისივე გადაწყვეტილებით, ყველაზე მძიმედ დაშავებული ადამიანები სამკურნალოდ მოსკოვში უნდა გადაიყვანონ. 

 

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები რკინიგზის სადგურებსა და აეროპორტებში გაძლიერებულია. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *