“მე აქ იმ ხალხთან ერთად მოვედი, რომელიც მედგრად იდგა ქართული ისტორიის იმ ურთულეს პერიოდში, რომელმაც სერიოზული, ხშირად მორალური არჩევანის წინაშე დააყენა ბევრი ადამიანი. დღეს ჩვენ ასევე პატივი მივაგეთ მერაბ კოსტავას ხსოვნას”,- გიორგი მარგველაშვილი განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებმაც 20 წლის წინ ერში ეროვნული აღფრთოვანება გამოიწვიეს.
ზვიად გამსახურდიას საფლავთან ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.