ამის შესახებ მან გადაცემა “პოზიციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ “გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ”.
“ჟვანიას საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი სპეკულაციები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ლოგიკური კითხვები დაისვა საზოგადოების მხრიდან. მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურაშიც არსებობს სერიოზული კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოძიება გადაიხედება. მე მაქვს სერიოზული ინფორმაცია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ, უფლება არ მაქვს, რომ რაიმე გითხრათ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებია. ჩემთვის მართლაც გაუგებარია ის რეაქცია, რომელიც მომდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. დაველოდოთ გამოძიებას. მინდა დავარწმუნო ნაცმოძრაობა, რომ ყველაფერი გაირკვევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.