როგორც ღარიბაშვილმა რუსთავის 2–ის გადაცემა “პოზიციისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორი ნასამართლევია, მან მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეიტყო:
“ბოლოს გავიგე. მე არ ვინტერესებდი, ბავშვობაში ვიღაცამ რაღაც ჩაიდინა, პოლიცილეთან იჩხუბა თუ რაც მოხდა… ეს არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მაგრამ მას არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა. არ უნდა გავანადგუროთ და მოვსპოთ. ოთარმა დაადასტურა, რომ ის არის ნასამართლევი, მას შეემთხვევა ინციდენტი, მაშინ ის 22–23 წლის იქნებოდა ალბათ, რის გამოც მას მიესაჯა 1,3 წელი, თუმცა რადმენიმე თვეში გათავისუფლდა. დავსვათ ლოგიკური კითხვა, თუ ადამიანს გერმანიაში აკავებენ ყაჩაღობის მუხლით, ის ადამიანი რადმენიმე თვეში ციხიდან ვერ გამოვა. მან თქვა, რომ ინციდენტი შეემთხვა პოლიციელთან, ჩხუბი მოუვიდა კერძოდ, იქ ბრალში შეიძლება სხვა რაღაცები ჩაიწერა და გასამართლდა, მაგრამ რამდენიმე თვეში გაირკვა და ეს ადამიანი გამოვიდა. არც მისი დეპორტაცია მომხდარა და არც გერმიანიში შესვლა აუკრძალავთ მისთვის. ეს ადამიანი ძალიან თავისუფლად მოგზაურობს ევროპაში, მათ შორის გერმანიაშიც. ამის შემდეგ მუშაობდა, წარმატებული კარიერა ჰქონდა წინა მთავრობის დროს. ზოგადად არ მიყვარს თავის გამოდება და კომპეტენტური შეფასებების გაკეთება, მით უმეტეს, იმ სფეროში, რომელშიც ძალიან კარგად არ ვარ გარკვეული, თავს ვარიდებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვცდილობ, რომ დავესესხო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის არიან ავტორიტეტები, უფრო მეტი კომპტენეცია და გამოცდილება აქვთ. ძალიან კურიზოლუად დაემთხვა, რომ ქალბატონი სევდია უგრეხელიძის ძმამ, მინდია უგრეხელიძემ, რომელიც არის მაღალი დონის იურისტი, გააკეთა კომპეტენტური შეფასება და მე შემიძლია იგივე გავიმეორო: ფარცხალაძე არის ნასამართლევი, მან ეს სასჯელი მოიხადა გერმანიაში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ მუშაობა და მას შევახსენოთ ეს ნასამართლეობა. დაახლოებით ასეთი შინაარსისი იყო მისი შეფასება. ეს არის კომპეტენტური შეფასება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და ფარცხალაძის წინააღმდეგ კამპანიის აგორებაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.
მან ასევე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი, რომ გერმანიის შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს ოფიციალური დოკუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ იყო ფარცხალაძე ნასამართლევი. მისი თქმით, ფარცხალაძეს აქვს კანონიერი უფლება ეკავოს მთავარი პროკურორის პოსტი.