პარლამენტმა სახალხო დამცველის ორი კანდიდატიდან მხარი მარინა მუსხელიშილს დაუჭიდა და ის 82 ხმით 17-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო მეორე კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი 18 ხმით 8-ის წინააღმდეგ არ იქნა არჩეული.

 

პარლამენტმა მხარი არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს გელა გელაძეს დაუჭირა, მისი კანდიდატურა 29 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

 

პარლამენტმა ასევე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო 29 ხმით 5-ის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატი იყო. ხოლო მათი მეორე კანდიდატი ქეთევან მსხილაძე პარლამენტმა 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატს, ნათელა სახოკიას ის პარლამენტმა  83 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *