ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო GPB -ს ბორდის შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს

26 დეკემბერი, 2013 •
აშშ-ის საელჩო GPB -ს ბორდის შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს

აშშ
აშშ

განცხადება საელჩომ დღეს გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს პარლამენტის ძალისხმევას დაასახელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები.  ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია პრესის თავისუფლებისა და ინფორმირებული საჯარო დებატებისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტს ჯანსაღი და გამჭირვალე პროცესის მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი დამოუკიდებელი და პროფესიული სამეურვეო საბჭოს შექმნას”.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს კანდიდატები საკონკურსო კომისიამ ორ ეტაპად შეარჩია და პარლამეტს წარუდგინა. მეორე ეტაპზე კანდიდატებთან გასაუბრებები მეორე არხის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

 

26 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ  საკონკურსო კომისიის მიერ მიწოდებული სიიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელა საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვე საბჭოს წევრობის კანდიდატად, იმის მიუხედავად, რომ მას 3 წევრის დასახელების უფლება აქვს. 1 კანდიდატი დაასახელა აჭარის მთავრობამ, 2- ომბუდსმენმა და 2 -პარლამენტის უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი