საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა 1-0.
მატჩში ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე აურელიან იოახიმმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ლიდერი აკლდა, მათ შორის- ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, სოლომონ კვირკველია.