ახალი ამბები

სეისმური მონიტორინგის ცენტრი: მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ მოჰყოლია

5 ივნისი, 2018 • 6768
სეისმური მონიტორინგის ცენტრი: მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ მოჰყოლია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

როგორც “ნეტგაზეთს” ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განუცხადა, მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრები შენობების სიმყარის შემთხვევაში ნგრევას არ იწვევს.

“ამ სიმძლავრის მიწისძვრა, თუ შენობა მყარია, ნგრევას არ იწვევს. აქედან გამომდინარე, ეპიცენტრულ ზონაში, შესაძლოა, დაზიანდეს შენობები. მაგრამ, როგორც წესი, მსგავსი მიწისძვრა შენობების სიმყარის შემთხვევაში ეპიცენტრშიც კი არ იწვევს ნგრევას”, – აღნიშნა მან.

მიწისძვრა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში თბილისის დროით 22:40-ზე მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი