სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, როცა განაცხადა, რომ სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გარდა, იქმნება მეორე დეპარტამენტი, რომელსაც საქმის წარმოების უფლება ექნება.
“უკვე აღრ მიკვირს, რატომ იყო ასეთი მდგომარეობა მის დროს ციხეებში. სრული უვიცობა გამოამჟღავნა ამ ადამიანმა, როცა კანონის წაკითხვა არ შეუძლია. ვერ მიხვდა, რომ ცვლილებები, რომლებიც გენინსპექციის შესახებ კანონში შედის, ეხებოდა ადამიანის დაკავებას და სისხლის სამართლებრივ დევნასთან არანაირი საერთო არ აქვს. სისხლის სამართლებრივი დევნისთვის სამინისტროს უწყებაში საგამოძიებო დეპარტამენტი არსებობს. რაც შეეხება გუშინ შეტანილ ცვლილებებს- წლის განმავლბაში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე ციხის რვა თანამშრომელის დაკავება მოხდა და ეს ინფორმაცია რეალიზებული იყო გენინსექციის მიერ. მაგრამ გენინსპექციას არ ჰქონდა უფლება ადმინისტრაციული წესით ადამიანის დაკავება მოეხდინა, როცა ამის აუცილებლობა არსებობდა. დღეიდან გენინსპექციას უფლება ექნება, რომ ადმინისტრაციული წესით ადამაინი დააკავოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, შაშკინის დროს ციხეებში განუკითხაობა სუფევდა. მინისტრის თქმით, მისი წინამორბედის დროს არც ერთ პატიმარი დისციპლინური წესით არ დასჯილა.
“რაც შეეხება იმას, როგორ მუშაობდა შაშკინი, ამაზე ნათლად მეტყველებს სტატისტიკა. მის პერიდში ციხეებში დისციპლინური წესით გენინსპექციის მიერ არც ერთი ადამიანი დასჯილი არ ყოფილა და ეს მაშინ, როცა ციხეებში წამება ხდებოდა. ეს ადამიანები როცა იწყებენ ჭკუის სწავლებას, უცხერხულია. ერთი წლის განმავლობაში გენნსპექციას 230 ადამიანზე აქვს სახდელი დადებული და ასეული საქმე აქვს შესწავლილი”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
დიმიტრი შაშკინმა ნიუპოსტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამინისტროს გენისნპექციას არ უნდა გაეზარდოს უფლებები მაშინ, როცა არსებობს საგამოძიებო დეპარტამენტი. შაშკინის ვარაუდით გენინსპექციის ხელმძრვანელად სოზარ სუბარის ნათესავია დანიშნული და სწორედ ამიტომ სურს მინისტრის დეპარტამენტის გაძლიერება, რომ თავის ნათესავს ენდობა.