“დღეს ტელეკომპანია „TV 3“-ის ეთერით გავრცელდა საგანგებო განცხადება ხსენებული ტელევიზიის მიმართ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის გიორგი უგულავას მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც ტელეკომპანია „TV 3“-მა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნული ფაქტის სამართლებრივი შეფასების და რეაგირების მიზნით ითხოვა დახმარება. აქვე ტელეკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები. საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტები და ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მკაცრად იქნება აღკვეთილი თავისუფალ მედიასაშუალებებზე ზეწოლისა და მუქარის განხორციელების ნებისმიერი ფაქტი,”-წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „TV 3-ის“ განცხადებასთან დაკავშირებით
-
28.11.2026
სრული სიმართლე სუროგაციის შესახებ
-
28.11.2026
ბოლოდროინდელი გათავისუფლებები და რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება ვერ ფარავს მიმდინარე უსამართლობას — Amnesty International
-
27.11.2026
ფეხბურთის ფედერაცია გაუპატიურებული ქალისა და მისი მხარდამჭერი ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას ითხოვს
-
27.11.2026
UEFA ბათუმში მომხდართან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებს
-
27.11.2026
როგორ მუშაობს Bina24: იქირავე ბინა დღიურად ან გააქირავე ბინა დღიურად ზედმეტი საკომისიოს გარეშე
-
27.11.2026
„სად დამიზნებული მუშტი და სად მზიას სილა?!“ – იურისტების შეფასება
