ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა 23 კანდიდატს სურს

24 დეკემბერი, 2013 •
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა 23 კანდიდატს სურს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა N19/11/04 განკარგულებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 2013 წლის 19 ნოემბერს გამოაცხადა.

 

განაცხადების შეტანის ვადა 12 დეკემბერს ამოიწურა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსში 23 ადამიანი მონაწილეობს:

 

თეა გოგუაძე, ტარიელ კულულაშვილი, ტარიელ გვალია, სერგო შაგვგულიძე, რატი სხირტლაძე, ნოშრევან ჟღენტი, ნანა კაშია, მიხეილ გოთოშია, მერაბ ქათამაძე, კახი ბექაური, თემურ ბერიანიძე, თამაზ ინაშვილი, ზურაბ მამუკელაშვილი, ზაურ ოტიაშვილი, ვიქტორ წილოსანი, ვენერა (ნინო) სუქნიძე, ვახტანგ ბეგიაშვილი, დავით ჯიქია, დავით თუთბერიძე, გიორგი ხარატიშვილი, ბადრი ღვინჯილია, ალექსანდრე წივწივაძე, ავთანდილ ცაგარეიშვილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი