ახალი ამბები

მოვუხმობ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები – სარალიძე

2 ივნისი, 2018 • 3445
მოვუხმობ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები – სარალიძე

“მოუვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები, რათა ეს სისტემა ჩამოიშალოს”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა დღეს, 2 ივნისს გამართულ აქციაზე.

სარალიძის თქმით, აქამდე დახმარებისთვის მხოლოდ რიგით ადამიანებს მოუწოდებდა.

“მხოლოდ ერთადერთ განაცხადს გავაკეთებ. დღეს ნათლად დავინახე, რომ მთავრობა მოდის ზეწოლაზე დ აუკვე ყველანაირ ღონეს ხმარობს. კარგად დაინახეთ, როგორ ცდილობს, არ ვიცი, ეს ვინაა, სუს-ის წარმომადგენელია თუ სხვა, მაგრამ როგორ ცდილობს პროვოკაცია შემოიტანოს მშვიდობიან აქციაში. მივიღე გადაწყვეტილება: დღემდე ვცდილობდი, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის მომეხმო. ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავისი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს. მე მათ ვერ მივცემ უფლებას, რომ აქ სიმართლემ ვერ გაიმარჯვოს. სიმართლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს”, – განაცხადა სარალიძემ.

“ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ: დამიდექით გვერდით, არა მარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს, დამიდექით გვერდით, გავერთიანდით. დღეს მთავრობა შეეცადა, რომ ჩვენი მიცვალებულების სულში ჩააფურთხოს. ეს სისტემა უნდა ჩამოვშალოთ”, – აღნიშნა სარალიძემ.

ამ განცხადებამდე სარალიძემ აქციაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ცნობით ხელისუფლება ზვიად კუპრავას “გაქრობას” აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი