ესენი არიან: სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორი ლ.შ.; კონტროლიორი – ზ.ა. და სასჯელაღსრულების უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს პულტის განყოფილების ინსპექტორი ნ.ხ. იმავე განყოფილების ინსპექტორები – ნ.კ, ე.ა. და ი.ბ დასჯილი იქნენ დისციპლინური წესით და გამოეცხადათ საყვედურები.
აღნიშნული დასკვნა, სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეგზავნა.
მსჯავრდებულ დ.ბ-ს თვითმკვლელობის ფაქტი სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში 2013 წლის 10 დეკემბერს დაფიქსირდა.
