ახალი ამბები

შსს: მიშა ხიდაშელის მიმართ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო

2 ივნისი, 2018 • 2642
შსს: მიშა ხიდაშელის მიმართ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ძმის, მიხეილ ხიდაშელის მიმართ გამოძიება 180-ე მუხლით (თაღლითობა) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

ხიდაშელი გამოკითხვაზე გუშინ, გვიან ღამით დაიბარეს. როგორც უწყების პრესსამსახურმა გვითხრა, გამოკითხვა დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე დასრულდა.

მიხეილ ხიდაშელის დაკითხვას წინ უძღოდა ზაზა კუპრავას მიერ გუშინდელ აქციაზე გაკეთებული განცხადება.

ზაზა სარალიძის მეგობარმა, ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ წინააღმდეგ გეგმავს პროვოკაციებს. კუპრავას განცხადებით, შესაძლოა განიხილებოდეს ზაზა სარალიძის დაჭრა და ა.შ. როგორც კუპრავამ თქვა, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსამა. კუპრავას ინფორმაციით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საუბარი ჩაწერილია ტელეფონით ვიდეოზე. მან მოუწოდა სუს-ს, დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს აღნიშნული პირი.

სუს-ში აცხადებენ, რომ კუპრავას მიერ დასახელებულ პირს, მიშა ხიდაშელს, არასდროს უმუშავია სახელმწიფო უწყებაში.

ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი