მონიტორინგი არაგეგმური იყო და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად მასში 7 დამოუკიდებელი ექსპერტიც მონაწილეობდა. მე-7 დაწესებულებაში ამჟამად 50 პატიმარი იხდის სასჯელს.
“მონიტორინგის ჩატარებისას რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის განსაკუთრებით მწვავედ დგას ჰიგიენის პრობლემა და არასაკმარისი მედიკამენტები. ზოგადად საპყრობილე ცივი, ბნელი, უჰაერო, ნესტიანი და უსუფთაოა.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში პატიმრებს ადმინისტრაციის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა დან მონიტორინგის დეპარტამენტი საახალწლო დღეებშიც გააგრძელებს დახურული დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლას და სრულ ანგარიშს საზოგადებას მოგვიანებით წარუდგენს.
