აკრძალული საგნები სამ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა, რომლებმაც, როგორც სამინისტრო იუწყება, სად-ის თანამშრომლების მიმართ აგრესია გამოხატეს და ამასთან კატეგორიული უარი განაცხადეს შემოწმება-დათვალიერების განხორციელებაზე:
“თუმცა, წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებული შემოწმება-დათვალიერების პროცედურები მაინც განხორციელდა”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, ორი პატიმრისგან ამოღებული იქნა ე.წ. „შტირები“, ხოლო ერთ პატიმარს ჰქონდა ლითონის ბასრი ფირფიტა, ლურსმანჩაჭედებული ხის ნაჭერი, დაშლილი მაკრატელი.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო.