ახალი ამბები

ილია მეორის ჰომოფობიური განცხადება

22 დეკემბერი, 2013 •
ილია მეორის ჰომოფობიური განცხადება

“ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ ცოდნაში, გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები უკან სულიერებაში, სულიერ ფასეულობაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ის იდეები, რომელსაც დღეს იცავს ზოგიერთი, თუნდაც ერთსქესოვანი ქორწინება და მრავალი სხვა, ვინ წარმოიდგენდა ერთი 100 წლის წინ ეს დრო მოვიდოდა. განათლება უპირველს ყოვილისა სულიერი განათლებაა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ საჭიროა განათლება, ვგულისხმობთ არა მარტო ცოდნის მიღებას და უმაღლესის დამთავრებას, არამედ ადამიანის ჰარმონიულ სრულყოფას, სრულყოფას ცოდნაშიც და ცხოვრებაშიც და ზრდილობაშიც. ცოდნის მიღება ურწმუნო ადამიანის მიერ მეტად საშიშია თვითონ იმ ადამიანისთვის, ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის. ის თავისი ცოდნა შეიძლება გამოიყენოს ბოროტად.  ” – განაცხადა მან. 

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ილია მეორე ახალი ინიციატივითაც გამოვიდა, რომელსაც აღზრდის პროგრამა უწოდა. 

 

“აღზრდა გამოგვრჩა ჩვენ, ამთავრებენ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელს, ცოდნა დაბალია და აღზრდა საერთოდ არ არის”- განაცხადა მან. 

 

ილია მეორეს კონკრეტულად არ განუმარტავს, რას გულისხმობს აღზრდის პროგრამა და განათლების სამინისტროს მიმართა, იფიქროს აღნიშნული პროგრამის ფორმირებაზე, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ აღზრდის კომპონენტში ეკლესიაც უნდა მონაწილეობდეს:

 

“ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა დაიხურა ფილოსოფიის ინტიტუტი, რომელიც არსებობდა მეცნიერთა აკადემიაში. დაიხურა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და მრავალი სხვა, ამან კიდევ უფრო მეტად გაამწვავა ეს საკითხი, ამიტომ იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო იფიქრებს, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რა უნდა დაეკისროს სკოლას, ოჯახს და ეკლესიას ამ დარგში”- განაცხადა მან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი