საბჭოს ახალი წევრები არიან ნინო ზურიაშვილი, რომელიც თბილისის ქვოტით აირჩიეს, ხოლო რეგიონული მედიის ქვოტით საბჭოს წევრები გახდნენ ნინო ნარიმანიშვილი და ირინა ყურუა.
აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილი იყვნენ ჟურნალისტები მამუკა ყუფარაძე, ეკატერინე აღდგომელაშვილი, თამაზ კუპრეიშვილი, ნინო ზურიაშვილი, გერონტი ყალიჩავა, ნინო კაპანაძე, ნანა კვაჭაძე, ირინა ყურუა, ტარიელ ცეცხლაძე, გიორგი გირკელიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ნინო სამნიაშვილი და ნუგზარ ასათიანი.
ახლადარჩეული 3 წევრი ქარტიის საბჭოში ზვიად ქორიძეს, ია ბობოხიძეს და ია მამალაძეს ჩაანაცვლებს, რადგან მათ უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მეხუთ საერთო კრება დღეს, 21 დეკემბერს, “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.
დღესვე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის გამარჯვებულები. ქარტიის პრინციპების ერთგულებისთვის სიგელები გადაეცათ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს დათო ქოქოშვილს და სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტს სალომე ცეცხლაძეს. ქარტიის პრიზები ასევე გადაეცათ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ოლესია ვართანიანს, სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტს ნანა ნასყიდაშვილს და ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტს სოფო აფციაურს.