ახალი ამბები

კალაძე: უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 13 სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა

31 მაისი, 2018 •
კალაძე: უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 13 სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამო 13 ობიექტი დაჯარიმდა.

კალაძის ცნობით, 21 მარტიდან ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე, მათ შორის:

  • უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე 13 ობიექტი დაჯარიმდა 390 000 ლარის ოდენობით
  • პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი – სულ 160 000 ლარით
  • შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა – ჯამში, 250 000 ლარი;
  • სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო გამოწერეს 450 000 ლარის ჯარიმა

“კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ნუ დააყენებს კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც დღეს მოხდა ყიფიანის ქუჩაზე, მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურის გაძლიერებისა და მისი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი