ახალი ამბები

კალაძე: მერიამ 10 აპრილიდან დღემდე პარკირების დარღვევებზე 36 816 ჯარიმა გამოწერა

31 მაისი, 2018 • 1724
კალაძე: მერიამ 10 აპრილიდან დღემდე პარკირების დარღვევებზე 36 816 ჯარიმა გამოწერა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისში პარკირების მოწესრიგება თბილისის მერიას დაევალა, 36 816 ჯარიმა გამოწერეს.

„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტი 10 აპრილიდან გადაიბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი