ახალი ამბები

IRI-ის კვლევით, მცირდება რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა

30 მაისი, 2018 • 1567
IRI-ის კვლევით, მცირდება რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა

IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა, რუსეთთან დიალოგის მომხრეების რაოდენობა შემცირდა.

თუ 2017 წლის მარტში, ჯამში, მოსახლეობის 82% უჭერდა მხარს რუსეთთან დიალოგს, 2018 წლის აპრილში ეს რიცხვი 76%-ია.

შესაბამისად, შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდ აიყოს, თუმცა, რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების ფონზე. სამაგიეროდ გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოს პოლიტიკა მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს.

კვლევის თანახმად 2017 წლის მარტთან შედარებით 5%-ითაა შემცირებული საქართველოს ნატოში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა. ჯამში, საქართველოს ნატოში შესვლას მხარს 77% უჭერს, ევროკავშირში – 85%.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხეს  საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი