IRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ინსტიტუციების რეიტინგში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს, რომლის საქმიანობაც 84%-ს მოსწონს. მეორე ადგილზე ჯარია, მესამეზე – მედია.

აღნიშნული კვლევა 10-22 აპრილს ჩატარდა, 2017 წლის მარტთან შედარებით იმ ადამიანების როადენობა, ვისაც ეკლესიის საქმიანობა მოსწონს 4%-ითაა შემცირებული. ზოგადად, 2004 წლის შემდეგ 2018 წლის აპრილში ეკლესიის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხეს საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.


![სამჯერ დავაყენეთ [პოლიტიკური] პატიმრების გათავისუფლების საკითხი, არ მიეცა მსვლელობა- ანდრია ჯაღმაიძე](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2025/01/Untitled-design-35.jpg)





