ახალი ამბები

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1032 მსჯავრდებული შიმშილობს

19 დეკემბერი, 2013 •
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1032 მსჯავრდებული შიმშილობს

დაწესებულებების მიხედვით სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში – 2 პატიმარი. სასჯელაღსრულების # 6 დაწესებულებაში – 3 პატიმარი.სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში – 21 პატიმარი.სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში – 19 პატიმარი.სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში – 25 პატიმარი.სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში – 14 პატიმარი.სასჯელაღსრულების #19 დაწესებულებაში – 2 პატიმარი.


ციხე
ციხე

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები და ბრალდებული ინდივიდუალური მოთხოვნებით შიმშილობენ.


სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის მიერ 18 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 946 მსჯავრდებული შიმშილობდა.


სასჯელაღსრულების #14 (გეგუთის) დაწესებულებაში მოშიმშილეთა მოთხოვნაა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და საქმეების გადახედვაა.


მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 დეკემბერს 909 პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა სხვადასხვა მოთხოვნით. 


სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში მოშიმშილეები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ, ასევე პატიმართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულს, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე და 262–ე მუხლები ითვალისწინებს, ამნისტია არასათანადოდ შეეხო. ისინი ამ მუხლებთან მიმართებაში მეტ ლიბერალიზაციას მოითხოვენ. ამასთან, პატიმრების ნაწილი მოითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის გაუქმებას, რაც ქურდული სამყაროს წევრობას ითვალისწინებს, ნაწილი ითხოვს მართლმასჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას.

 

“რამდენიმე პატიმარი კი ინდვიდუალურად ითხოვს მისი საქმის გადახედვას”, – განაცხადა სუბარმა.

 

მისივე თქმით, ეკა ბესელია პატიმრებთან შეხვედრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, თუმცა მათ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე შეხვდება. გეგუთის ციხეში სულ 1043 პატიმარი იხდის სასჯელს.



მასალების გადაბეჭდვის წესი