ახალი ამბები

სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილება ბათილად ცნო

19 დეკემბერი, 2013 •
სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილება ბათილად ცნო

 

აჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზია

 

ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. უმაღლესი საბჭო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის, გია ქარცივაძის ინფორმაციით, სასამართლომ ბათილად ცნო უმაღლეს საბჭოს დადენილება ვახტანგ ღლონტისა და ოლღა ჟღენტის არჩევის ნაწილში და დაავალა უმაღლეს საბჭოს გამოსცეს დადგენილება ბეჟან გობაძის დანიშვნზე. აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში ეს ორი კანდიდატი  უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

 

„მოსამართლემ მიუთითა, რომ ფრაქციას, რომლსაც ჰყავდ თავისი კანდიდატები წარდგენილი, განმეორებით აღარ უნდა წარედგინა სხვა კანდიდატები“, – ამბობს გია ქარცივაძე.

 

ანალოგიურ დადგენილებას სასამართლო ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი კანდიდატის, ირაკლი დარცმელიძის ნაწილშიც გამოაქვეყნებს.

 

უმაღლესმა საბჭომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ტელევიზიის ბორდის ორი წევრი,  ვახტანგ ღლონტი და ოლღა ჟღენტი 5 ნოემბერს დაამტკიცა. მანამდე დამტკიცებული სამი წევრიც უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მრჩეველთა საბჭოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მოხვდნენ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან უმაღლეს საბჭოში ბორდის წევრობის კანდიდატად ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე იყვნენ წარდგენილნი. კანდიდატებმა უმაღლესი საბჭოს უმცირესობის 8 ხმა მიიღეს. კანონის მიხედვით, ამ ორ კვოტაზე სწორედ უმცირესობას უნდა წარედგინა თავისი კანდიდატები.

 

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოხვდნენ, გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

 

სარჩელით სასამართლოს საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. 

 

ხვალ, 20 დეკემბერს აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭო ტელევიზიის ახალ დირექტორს დაამტკიცებს.

 

აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებული ბოლო ცვლილების შემდეგ ჩამოყალიბდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი