ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი “ნეგატივის გამო” ვერიფიცირებულ FB გვერდს აუქმებს

28 მაისი, 2018 • 3478
ნიკოლოზ ბასილაშვილი “ნეგატივის გამო” ვერიფიცირებულ FB გვერდს აუქმებს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ “ნეგატივის გამო” ფეისბუკზე მის ოფიციალურ, ვერიფიცირებულ გვერდს აუქმებს. ამის შესახებ ბასილაშვილმა ფეისბუკზე დაწერა. დღეს ბასილაშვილი როლან გაროსის გათამაშებაზე ფრანგ ჟილ სიმონთან 1-3 დამარცხდა.

“მეგობრებო, მოგესალმებით. იდეაში ამ გვერდის შექმნის მიზანი იყო, რომ ინფორმირებული ყოფილიყავით ჩემი სპორტული კარიერით და ჩოგბურთი საქართველოში უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გაგვეხადა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გვერდს ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც მეტი პოზიტივი მოეტანა, სანაცვლოდ ძალიან დიდი ნეგატივი მივიღეთ. მე პირადად დროდადრო მიწევს გვერდის თვალის დევნება და ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა. მივიღეთ გადაწყვეტილება და გვერდს ვხურავთ. დიდი მადლობა ჩემს ნამდვილ გულშემატკივრებს და წარმატებები წინ არის”, – წერს ბასილაშვილი.

ბასილაშვილი დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს, სიმონი – 65-ეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი