“ჩვენ მივექანებით პოლიციური სახელწმიფოსკენ, ერთადერთი ადგილი და უწყება, რომელიც თავისუფალი იყო ამ პოლიტიკური წნეხისგან, იყო არის და მომავალშიც იქნება თბილისი მერია. სწორედ ამიტომ წარმოებს ასეთი გაშმაგებული ბრძოლა მერიის ყველა თანამშრომლის მიმართ. მათ რიგებში ვარ მეც. ეს არის ის, რაც შარშანდელი თოვლივით გაქრება და არავის ემახსოვრება. მთავარია, ამ ვიგინდარებს და სახეებს არ გადავაყოლოთ ქვეყანა. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვერავინ მოგვერევა. ახლა წავალ და უკან მოვალ თუ არა, ან მერე მოვალ, მაგაზე ნუ იდარდებთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – განაცადა უგულავამ დაკითხვაზე შესვლამდე.
მან განაცხადა, რომ თბილისის მერიას “პაჭანიკები” ვერ დაეპატრონებიან.
მთავარ პროკურატურასთან გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ნაციონალური მოძრაობის ლიდრები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.
ასევე აქციაში მონაწილეობენ ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრები, რომლებმაც თავზე ტომრები ჩამოიცვეს, თვალებზე შავი ნაჭრები გაიკეთეს და ასე გამოუცხადეს სოლიდარობა ვანო მერაბიშვილს, რომელმაც 17 დეკემბერს განაცხადა, რომ “თავზე გადაახურეს მისივე მოსაცმელი და წამიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას მთავარი პროკურორი დაემუქრა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება მერაბიშვილის განცხადებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საყვარელიძემ, რომელიც წლების განმავლობაში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ ეს საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, ხოლო მთავარ პროკურორის უფლებამოსილება შეუწყდეს.