ახალი ამბები

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28 მაისი, 2018 • 1281
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიური გამოცემა IL Tirreno-ის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოცემის ცნობით, 33 წლის კაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც სახლის გაძარცვას ცდილობდა.

როგორც  IL Tirreno  წერს, დაკავებული გადაიყვანეს ფლორენციის სასამართლოში, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. შსს-ში ნეტგაზეთს დაუდასტურეს იტალიაში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე საცხოვრებელი ბინის გაძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. “ამ დაკავებაში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიელმა სამართალდამცავებმა სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენეს და დაკავების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდეს”-აცხადებენ შსს-ში.

“ნეტგაზეთი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე დაკავებულის შესახებ საკონსულოში შეტყობინება შესული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი