რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა – სასაცილო ინტერნეტხუმრობები ერთად

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც ინტერნეტით რაღაც ნივთი გამოიწერეთ, სახლში კი მისი ცუდი ვერსია მოგივიდათ, ან საერთოდ არ ჰგავდა აღწერაში მითითებულს. სწორედ მსგავსი სიტუაციის ინსპირაციით, უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტ- ხუმრობების ომია გაჩაღებული. ყველაფერი კი დაიწყო ფეისბუკ გვერდმა – “დედისერთა ფაშისტი” – ქართველი ფაშისტების ლიდერის, გიორგი ჭელიძის გაშარჟებით.

ინტერნეტხუმრობების ომი ისეთ ეტაპზეა გადასული, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, როდის შეიძლება დასრულდეს.

სანამ ეს ინტერნეტომი გრძელდება, თქვენ შეგიძლიათ ბევრი იცინოთ და კომენტარებში დაგვიპოსტოთ ხუმრობის თქვენეული ვარიანტები. გვანახეთ, თქვენ რა შეუკვეთეთ და რა ჩამოგივიდათ.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.